LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ოცნებები ხდება…პირველი პრიზი, სარსუელას და მაყურებლის პრიზი. გული სავსე მაქვს მადლიერებით“ – ეკატერინე ბუაჩიძე ემოციურ პოსტს და კადრებს გვიზიარებს

113
2025-10-27_23-09-57_000876

ქართველმა საოპერო მომღერალმა ეკატერინე ბუაჩიძე „ოპერალიას“ კონკურსზე გაიმარჯვა.

აღნიშნულის შესახებ ეკატერინე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და კონკურსიდან კადრებს გვიზიარებს

„A dream come true!.
პირველი პრიზი, სარსუელას პრიზი და მაყურებლის პრიზი Operalia Placido Domingo
გული სავსე მაქვს მადლიერებით.
უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა და მხარს მიჭერდა ამ გზაზე.
დოდო დიასამიძე, მაია ფერაძე.
მადლობა, თამარ და ნინო სანიკიძეებს“, – წერს კატო ბუაჩიძე.

შეგახსენებთ, ეკატერინე ბუაჩიძე OPERALIA-ს გამარჯვებულია! მან პირველი პრემიის გარდა ასევე მიიღო პრიზები: The Pepita Embil Prize – Zarzuela ს კატეგორიაში, ასევე Rolex Prize of the Audience – აუდიტორიის პრიზი.

ცნობისათვის, „ოპერალია“ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ტენორის და დირიჟორის, პლასიდო დომინგოს მიერ დაარსებული კონკურსია, რომლის მიზანიც თანამედროვე საუკეთესო ახალგაზრდა საოპერო მომღერლების აღმოჩენაა.

ფოტო, ვიდეო: „მადლობა „ოპერალია“-ს ობიექტურ ჟიურის სამართლიან გადაწყვეტილებაში! ისტორიული გამარჯვება გვაქვს! ყველა მთავარი პრემია გულუხვად გადასცეს ეკატერინე ბუაჩიძეს იმიტომ, რომ ის მართლაც საუკეთესო იყო!!!“ – თამარ ივერი სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g