სულ რამდენიმე კვირა დარჩა და 35 წლის პოპ-ვარსკვლავი, კეტი პერი და 43 წლის მსახიობი, ორლანდო ბლუმი ქალიშვილის მშობლები გახდებიან. როგორც ჩანს, წყვილი ცდილობს მარტოობისა და თავისუფლების უკანასკნელი წუთები მაქსიმალურად გამოიყენოს. კეტი და ორლანდო ძალიან ბევრს სეირნობენ და სანაპიროზე დიდ დროს ატარებენ. წყვილი პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ მოხვდა.
გასულ კვირას ისინი სანტა-ბარბარას სანაპიროზე, ფეხშიშველი სეირნობდნენ, ახლა კი წყვილი მალიბუს სანაპიროზე აქტიური დასვენების პროცესში გადაიღეს.
ორსულ კეტი პერის 370 ევროიანი, ჟოლოსფერ, მთლიანი საცურაო კოსტიუმი ეცვა, ორლანდო კი სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი, სერფინგით აქტიურად ცურავდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კეტი პერიმ ახალი კომპოზიცია, Smile გაავრცელა, სინგლი მუსიკოსის ამავე სახელწოდების მქონე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის პრემიერა 14 აგვისტოსაა დაგეგმილი.