„ქსოვრელების“ ახალგაზრდა მომღერალი, გიორგი შოშიტაშვილი და მისი მეუღლე სალომე ვარდიაშვილი 8 აგვისტოს ბიჭის მშობლები გახდნენ – მათ ახალშობილს გიორგი დაარქვეს.
„დაიბადა მამას ბიჭი“ – „ქსოვრელების“ მომღერალ გიორგი შოშიტაშვილს შვილი შეეძინა
სასიხარულო ამბავი გიორგი შოშიტაშვილმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა, მოგვიანებით კი მისმა მეუღლემ, სალომე ვარდიაშვილმა სამადლობელი სტატუსი გამოაქვეყნა და გამომწერებს სოციალურ ქსელში ახალშობილის პირველი კადრიც გაუზიარა.
გიორგი შოშიტაშვილი გაგუას კლინიკაში დაიბადა. სამედიცინო დაწესებულება პატარას ფოტოს და მისი პარამეტრების შესახებ მონაცემებს ავრცელებს და მშობლებს შვილის შეძენას ულოცავს.
„გაგუას კლინიკა ულოცავს მშობლებს პატარას დაბადებას“, – წერია ინფორმაციაში.

აღნიშნულ კადრს გიორგი შოშიტაშვილი „ფეისბუკში“ ავრცელებს და გამომწერებისგან უამრავ მილოცვას იღებს.
💙💙🍼🍼🐣🐣
Posted by Giorgi Shoshitashvili on ხუთშაბათი, 14 აგვისტო, 2025