კომპანია Automobili Pininfarina–მ წარადგინა პროექტი Teorema – კონცეპტ–ქარი, რომელიც იტალიელების მიერ დანახულ მომავალს განასახიერებს. პროექტის ავტორებმა ჯერ–ჯერობით მხოლოდ მცირე დეტალები გაამხილეს – სალონში არ არის საჭე, რადგან ელექტრომობილი სრულად ავტონომიურია.
Pininfarina–ში განსაკუთრებული აქცენტი მოდელის აეროდინამიკაზე გააკეთეს, ამიტომ ავტომობილი ძალიან გრძელი – 5,4 მეტრი გამოვიდა, სიმაღლე კი მხოლოდ 1,4 მეტრს აღწევს. მოდელი გერმანელი მწარმოებლების მიერ შექმნილ სპეციალურ პლატფორმა BEnteler–ზე აიგო.
სიახლის ინტერიერიც საკმაოდ საინტერესოა. სალონში 5 სავარძელია და მძღოლს სურვილის შემთხვევაში მათთვის ადგილების შეცვლა შეუძლია.
ელექტრომობილის სერიული წარმოება ალბათ არ დაიწყება, რადგან მსგავსი კონცეპტებისთვის საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილება მკაცრად აკრძალულია.