34 წლის ტოპ-მოდელი, ირინა შეიკი ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. მისი ჩაცმულობის სტილს იმეორებენ, მისი გემოვნებითა და გარეგნობით კი მუდამ აღფრთოვანებულები რჩებიან. უდავოდ, შეიკი მართლაც დახვეწილია და მისი თითოეული გამოჩენა განუმეორებელი.
ფოტო: ყვითელი ხალათის შემდეგ ზებრის პრინტიან ქურთუკში – ირინა შეიკის მორიგი გამოჩენა თოვლიან ნიუ-იორკში
ფოტო: ირინა შეიკის კაშკაშა იმიჯი და მორიგი გამოჩენა ნიუ-იორკის ქუჩებში
თუმცა ახლახანს ირინას ჩაცმულობა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია. პაპარაცებმა მოდელი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის თავის ქალიშვილთან, ლეასთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობდა. ვარსკვლავს მიკი მაუსის პრინტიანი მაისური ეცვა, რომელზეც Longchamp-ის წითელი ტყავის პალტო ჰქონდა შემოცმული, პალტოს საყელო კი ,,კარაკულის” ბეწვით იყო გამოფორმებული.
„ირინას ყველაზე უგემოვნო ლუქი“, „შეიკის გემოვნებამ ერორი ამოაგდო“, „რუსულმა გემოვნებამ იმარჯვა“, – წერენ კომენტარებში.