LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Porsche-ს 8800 დოლარიანი საათი, რომლის შეძენასაც ყველა ვერ შეძლებს

157
porsche

„პორშემ“ Spyder RS-ის სტილში შესრულებული 8800 დოლარიანი საათი გამოუშვა. აქსესუარი, სახელად Chronograph 718 Spyder RS, ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი სპორტქარის დამატებაა. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, საათში აქცენტი სიმსუბუქეზეა გაკეთებული : მოდელმა ტიტანის კორპუსი მიიღო და მას არც ერთი ზედმეტი გრამი არ აქვს. ავტომფლობელებს ნატურალური ან შავი ტიტანის არჩევა შეეძლებათ, თანხის დამატების შემთხვევაში 114 დამატებითი ფერის შერჩევაც იქნება შესაძლებელი.

სიმსუბუქის გარდა „პორშემ“ დიდი ყურადღება დაუთმო გამძლეობასაც და მოდელი მექანიკური დაზიანებებისგან მაქსიმალურადაა დაცული.

საათის საწყისი ღირებულება 8800 დოლარია და ფასი კლიენტის ინდივიდუალური მოთხოვნილებების მიხედვით გაიზრდება.

ამასთან, Chronograph-ის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ისინი, ვინც Porsche 718 Spyder RS შეიძენს, სპორტქარის მინიმალური ღირებულება კი 160 700 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები