კომეტა სახელად Neowise პირველად 2020 წლის 27 მარტს გამოჩნდა. ის იმ იშვიათ კომეტებს შორისაა, რომლის დანახვაც 21 საუკუნეში შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი.
ასტროფოტოგრაფმა ბექა მამუკაშვილმა კომეტის სანახავად ყაზბეგში წასვლა გადაწყვიტა.
ასტროფოტოგრაფს გაუმართლა და კომეტის გადაღება მოახერხა.
„რამდენიმე დღის წინ AltiHut-ში ავედი იმ იმედით, რომ ნასას მიერ ახლად აღმოჩენილ კომეტა NEOWISE-ს დავინახავდი და, რა თქმა უნდა, გადავიღებდი.
სამწუხაროდ, როცა გამთენიისას, დილის 4:30-ისკენ ამოვიდოდა, მზე მალევე ამოჰყვებოდა და მალევე ქრებოდა, შესაბამისად, გადაღებისთვის ძალიან ცოტა დრო მქონდა.
პირველ ღამეს ვერ ვნახე, მეორე ღამეს ვერ ვნახე, მესამე ღამეს კუდი დავინახე და მეოთხე ღამეს, როგორც იქნა, 15 წუთით მოიწმინდა ღრუბელი და ადამიანის მიერ ხელშეუხებელი, ნამგალა მთვარის მიერ განათებულ რელიეფის ფონზე დავაფიქსირე ეს საოცარი ობიექტი, რომელიც მომდევნო 6800 წელიწადი აღარ შემოაბიჯებს დედამიწასთან სიახლოვეში.
ალტიჰატში ცა იმდენად კრიალა იყო, რომ კომეტის აირისა და მტვრის კუდებიც კი გამოჩნდა“, – წერს ბექა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.
კომეტა დედამიწასთან ყველაზე ახლოს 23 ივლისს იქნება.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=3660131024017058&set=a.387404044623122&type=3&theater