ქართველმა მსახიობმა, მარია გიორგობიანმა დაბადების დღე პარიზში აღნიშნა. მასთან ერთად ეს დღე მისმა მეგობარმა, სერიალის „ემილი პარიზში“, ვარსკვლავმა, ლილი კოლინსმა აღნიშნა. მარიამ მასთან ერთად გადაღებული ფოტო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
მარიამ დაწერა:
„ეს ჩემთვის მართლაც ყველაზე დასამახსოვრებელი დაბადების დღეა!.. მადლობელი ვარ ამ დღისთვის და ის სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში!“.
ამ პოსტს გამოეხმაურა ლილი კოლინსიც:
„შენ შესანიშნავი ადამიანი ხარ. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ამ ღირსშესანიშნავ დღეს შენთან ერთად ვიყავი“.