LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ქათმის ხორცი და ტყემალი…4 წლის გაბრიელი ბედნიერია.14-ში თოვლის პაპა ესტუმრება საჩუქრებით დატვირთული. ერთი ემიგრანტი შეგვპირდა და 1 წელი ქირას გადაუხდის გაბრიელს“ – „სიკეთის ქალაქი“

173
2025-01-12_01-35-57_163760

„თოვლის ბაბუას დავავიწყდი…“, – ამ სათაურით ვიდეო 10 იანვარს „სიკეთის ქალაქმა“ გაგვიზიარა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, 4 წლის გაბრიელი ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში ცხოვრობს.

დღეს კი შველიძე ნანა სოციალურ ქსელში წერს, რომ გაბრიელს საჩუქრებით დატვირთული თოვლის ბაბუა 14 იანვარს ესტუმრება.

„ქათმის ხორცი და ტყემალი….
გაბრიელი ბედნიერია.
14- ში თოვლის პაპა ესტუმრება საჩუქრებით დატვირთული.
ერთი ემიგრანტი შეგვპირდა და 1 წელი ქირას გადაუხდის გაბრიელს….ბინა უკვე ვიპოვეთ და 16 იანვრიდან გადავიყვანთ თელავში….რაც სჭირდებათ ყველაფერს შევუძენთ ხალხის დახმარებით….გაბრიელის დედას კი გადავცემთ შეგროვებულ რამოდენიმე ათას ლარს….
ეს სასწაული თქვენი დამსახურებაა ჩემო მადლიანო ქართველებო.
მადლობა ყველას ვინც თავად ჩადიხართ გაბრიელთან და ახარებთ. ჩვენ ასე ერთად ერთმანეთის გადარჩენას შევძლებთ.
სიკეთის ქალაქი“, – ვკითხულობთ ტექსტში.

ვიდეო: „თოვლის ბაბუას დავავიწყდი…“ – დავეხმაროთ 4 წლის გაბრიელს ოცნებების რეალობად ქცევაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g