LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქუთაისში კოლხურ შადრევანს და ასსაფეხურიან კიბეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

197
245532878-1534580876907566-6965258820866198159-n

ქუთაისში ცენტრალური შადრევნისა და ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 1.2 მლნ ლარია გამოყოფილი.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი უკვე დასრულდა და მალე ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სატენდერო პირობების თანახმად, მათი  სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.

ასსაფეხურიანი კიბის პროექტის მიხედვით, შეიცვლება არსებული დაზიანებული მოპირკეთება, განათების და სანიაღვრე სისტემები. განახლდება გამწვანება.

?ვრცლად: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=419397&lang=ge

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევნის რეაბილიტაცია კი მოიცავს ობიექტის დაზიანებული ელემენტების აღდგენას. აღდგება განათების სისტემა, დაზიანებული მოპირკეთება და გაიწმინდება ფიგურები. სრულად შეიცვლება შადრევნის შიდა ელექტრო მომარაგების სისტემა.

?ვრცლად: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=419437&lang=ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g