LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რა დარჩა ტიტანიკთან ჩაძირული ბატისკაფისგან

106
Titan-Sub-Wreckage-091624-tout-a

აშშ-ს მთავრობამ ბატისკაფი Titan-ის ნამტვრევების პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. ბატისკაფი 2023 წლის ზაფხულში ტიტანიკის მონახულების მცდელობის დროს ჩაიძირა, წერს People.

კადრები, სადაც ჩაძირული ბატისკაფის წინა ნაწილია აღბეჭდილი, 2023 წლის 22 ივნისსაა გადაღებული ანუ კატასტროფიდან მეოთხე დღეს. კომპანია Ocean Gate-ის ხომალდის ნამტვრევები 3,5 კილომეტრის სიღრმეზე იპოვეს.

მოსმენებზე, რომელიც 16 სექტემბერს დაიწყო, ანიმაციური ვიდეო-რგოლიც აჩვენეს, სადაც ბატისკაფის მთელი გზა იყო აღბეჭდილი. პროცესზე წარმოადგინეს ასევე შეტყობინებები, რომელსაც ეკიპაჟის წევრები ერთმანეთს უგზავნიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები