LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი კარი “ტიტანიკიდან” აუქციონზე გაყიდეს, როუზის აბრეშუმის კაბაც

138
df97716f761941b39f6760e6cbbb67ff

ცნობილი კარი, რომლის დამსახურებითაც ქეიტ უინსლეტის პერსონაჟი „ტიტანიკის“ ჩაძირვის შემდეგ გადარჩა, აუქციონზე გაყიდეს. ამის შესახებ TMZ წერს.

კარი, რომელზეც ჯეკი ანუ ლეონარდო დიკაპრიოს გმირი ვერ დაეტია, 718,7 ათას დოლარად გასხვისდა. Heritage Auction’s Treasures აუქციონისთვის ეს ყველაზე ძვირადღირებული ლოტია. ზოგადად კი ამ აუქციონის მონაწილეებს ჰოლივუდის სხვადასხვა ფილმებიდან საინტერესო არტეფაქტების შეძენას სთავაზობენ.

როუზის აბრეშუმის კაბამ, რომელიც მას „ტიტანიკის“ ხომალდის ჩაძირვის დროს ეცვა, ასეთივე აჟიოტაჟი ვერ გამოიწვია. ლოტი მხოლოდ 125 ათას დოლარად გაიყიდა.

„ტიტანიკის“ გულშემატკივრები ათწლეულის განმავლობაში კამათობენ იმაზე, შეძლებდა თუ არა ჯეკი როუზთან ერთად გადარჩენას, ამ კარზე თვითონაც რომ ასულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები