LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდერი ახალი „ტიტანიკის“ აშენებას და ფატალური რეისის გამეორებას აპირებს

133
7280

ავსტრალიელი მილიარდერი კლაივ პალმერი აპირებს, რომ ყველაზე ცნობილი ლაინერი, „ტიტანიკი“ გააცოცხლოს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

პალმერი ვარაუდობს, რომ ახალი ტიტანიკი მას 500 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე თანხა დაუჯდება. თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ლაინერი გზას 2027 წლის ივნისიდან უნდა დაადგეს. ამის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ფატალური რეისის გამეორებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ 1912 წელს საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკისკენ მიმავალმა გემმა გზა აისბერგთან დაჯახებით დაასრულა და ეს მისი პირველი რეისი იყო.

პალმერი, რომელსაც მალე 70 წელი შეუსრულდება, ფიქრობს რომ ცხოვრება ფუჭად განვლო. „ამიტომ მე მსურს დავამზადო „ტიტანიკი“. მე მას გავაკეთებ, – განაცხადა მან. – ბევრად უფრო მაგარია გააკეთო „ტიტანიკი“, ვიდრე იჯდე სახლში და ფულს ითვლიდე.“

„ტიტანიკის“ გაცოცხლება მილიარდერმა წარსულშიც სცადა. პირველად ასეთი სურვილის შესახებ მან 10 წლის წინ განაცხადა. 2015 წელს სამუშაოები მუშებთან კონფლიქტის გამო შეჩერდა. 2018 წელს პალმერმა მშენებლობის დასრულების პირობა დადო, თუმცა ამჯერად მის გეგმებს ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები