ჩინეთი ავტომობილთა უდიდესი ექსპორტიორი გახდა და ამაში მას რუსეთისთვის დაწესებული რეგულაციები ძალიან დაეხმარა. ჩინეთიდან შესული პროდუქცია რუსეთისთვის ფაქტობრივად, ახალი ავტომობილის შეძენის ერთადერთ ლეგალურ ვარიანტად დარჩა.
თუმცა, ჩინური სიახლეები სხვა ქვეყნებშიც ბლომად იყიდება და ავტომოყვარულთა შორის დიდ ინტერესსაც იწვევს.
ამ გალერეაში თავმოყრილია რამდენიმე საინტერესო სიახლე, რომელთა პრემიერაც სულ ცოტა ხნის წინ შედგა. სიაში არიან სედანები, ლიფტბეკი და კროსოვერი : ბუნებრივია, თითოეული მათგანი მთლიანად ან ნაწილობრივ ელექტრიფიცირებულია.