რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძეების შვილიშვილი, რამაზი ახლახან გაბედნიერდა. მან დიდი ხნის შეყვარებულს, ჟურნალისტ ანა ბარათაშვილს ხელი სთხოვა. ანა ასევე ტელეჟურნალისტის, ნინო მეუნარგიას ქალიშვილია.
რამაზმა ანას ცოლობა ნიუ იორკში სთხოვა, სადაც შეკითხვა: „ცოლად გამომყვები?“ დიდ ეკრანზე გამოსახა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/04/2024-04-24_13-37-46_265677-576x1024.jpg)
ანამ საყვარელ მამაკაცს თანხმობა უთხრა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/04/2024-04-24_13-37-57_303114-768x1024.jpg)
ბედნიერმა წყვილმა ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მილოცვებს იღებს.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/04/2024-04-24_13-38-40_771276-819x1024.jpg)
წყვილი ამერიკაში მოგზაურობს, ნიუ იორკიდან ისინი ლას-ვეგასში გაემგზავრნენ და ასევე დაესწრნენ ცნობილ მიუზიკლს „მულენ რუჟი“.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/04/2024-04-24_13-38-19_653399-1024x768.jpg)