ამერიკელი რეპერი Lil Uzi Vert ძვირფასი ქვების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. მას შუბლზე 24 მილიონი დოლარის ღირებულების უზარმაზარი ბრილიანტი ჰქონდა ჩასმული, თუმცა მოჰპარეს. შემთხვევა ივლისში, მაიამიში გამართულ კონცერტზე მოხდა, არტისტი სცენიდან მაყურებელთან გადახტა, ამ დროს მას ძვირფასი თვალი შუბლიდან ამოაცალეს.
თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ჰიპ-ჰოპ არტისტის თქმით, ბრილიანტი ნაპოვნია და ის შუბლს მალე დაუბრუნდება.