2 კვირის წინ, 32 წლის რიანა დღესასწაულების შესახვედრად მშობლიურ ბარბადოსში გაემგზავრა. ახალი წლის ღამეს ვარსკლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა, სადაც საოცრად გლამურული და თამამი იმიჯით პოზირებს. მან ოქროსფერი, მბზინავი ტოპი და ამავე ფერის წელზე მოსახვევი მოირგო. აღნიშნულ იმიჯს კი ოქროს სამკაულები და ღია ფეხსაცმელი შეუხამა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ რიანა რეპერ ASAP Rock-ს ხვდება. თავდაპირველად პაპარაცებმა ისინი ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. შემდეგ კი წყვილი ბარბადოსში ხელჩაკიდებულები დააფიქსირეს.
ფოტო: რომანი დადასტურდა, რიანა და ASAP Rocky პაპარაცებმა ბარბადოსში გამოიჭირეს
წყვილი ერმანეთს 2017 წელს უკვე ხვდებოდა. პირველად კი რეპერი რიანას გვერდით სცენაზე 2013 წელს გამართულ ტურნეში, Diamonds გამოჩნდა