LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ გამოიყურება 6 მეტრის სიგრძის ლიმუზინის სალონი

169
lmzn201015

იტალიურმა კომპანია Aznom Automotive თავისი ახალი ლიმუზინის Palladium–ის ინტერიერი გაამხილა. ექვსმეტრიანმა „ჰიპერლიმუზინმა“, როგორც მას შემქმნელები უწოდებენ, ოთხადგილიანი სალონი მიიღო და უჩვეულო სავარძლებთან ერთად განთავსდა მინი ბარიც.

ლიმუზინის მგზავრებისთვის ძალიან კომფორტული სივრცეა შექმნილი. სავარძელი მოძრავია და გადახრის კუთხის დაყენება ინდივიდუალურადაა შესაძლებელი.

როგორც ფოტოში ჩანს, ინტერიერი ორი ფერის ტყავშია შესრულებული და იქვეა ხის პანელებიც. სალონს დიზაინერები კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად აფორმებენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ლიმუზინის პერსონალიზაცია ნებისმიერი მოთხოვნის შესაბამისად შეუძლიათ.

Palladium 671 ძალის ძრავს მიიღებს და მას ავტომოყვარულები მილანის ავტოშოუს ფარგლებში იხილავენ. მდიდრული ლიმუზინის ტირაჟი მხოლოდ 10 ეგზემპლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g