მას შემდეგ, რაც ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ გუნდში გადავიდა, სადებიუტო შეხვედრა „რეიმსთან“ ჩაატარა, რომელიც ფრედ დასრულდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა და ლიგა 1-ში პირველი საგოლე მოქმედება ჩაიწერა.
ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს ფოტოს, თუ როგორ გულშემატკივრობდნენ ხვიჩას ტრიბუნებიდან ნიცა და დამიანე.
დამიანე კვარაცხელია უსაყვარლესია – ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე შვილის ფოტოს გვიზიარებენ
პარიზელები მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაში „შტუტგარტთან“ გამართავენ.