სხვადასხვა ხელსაქმე მუდამ მეხერხებოდა, ვალამაზებდი თეფშებს, ჭიქებს. მყავს პატარა, რომელთან ერთადაც ბევრს ვსეირნობ ლისის ტბაზე, კუს ტბაზე, ტყეებში და გზად უამრავი საოცარი რამ მხვდება, ეს არის ძირს ჩამოვარდნილი გირჩები, ლამაზი ტოტები, ფოთლები ხის კუნძები და ა.შ… ერთხელაც გადავწყვიტე და ეს ყველაფერი სახლში წამოვიღე, შემდეგ ძალიან კარგადაც გამოვიყენე.
მათი გამოყენება სანთლების გასალამაზებლადაა შესაძლებელი, საშობაო მოსართავადაც არაჩვეულებრივია გირჩები, ნაძვის ტოტები. პატარა ხის კუნძები შეგიძლიათ ლამაზი კუთხისთვის გამოიყენოთ, სადაც სანთლებს დადგამთ, რომელზეც გააცოცხლებთ ტყეს. ასევე შეგიძლიათ მუყაოს ყუთებისგან პატარა, დეკორატიული ბუხრები გააკეთოთ, რომელსაც გირჩებითა და ნათურებით მორთავთ. ეს ყველაფერი საოცრად გაალამაზებს სასტუმრო ოთახს. რჩევებისთვის შეგიძლიათ ჩემს გვერდს მიმართოთ, აუცილებლად დაგეხმარებით.