LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ ვატაროთ ქურქი შუა ივლისში – ინტერნეტსივრცეში ჩაცმულობას განიხილავენ

176
page

რიანასა და რეპერი A$AP Rocky-ის განახლებული რომანი საზოგადოებისთვის სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს. მართალია, ბარბადოსელი ლამაზმანი თავის გულშემატკივრებს ახალი მუსიკალური ნამუშევრებით უკვე კარგა ხანია აღარ ანებივრებს, თუმცა, სამაგიეროდ ის საკმაოდ ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე.

რიანასა და მის შეყვარებულს კლუბში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე არ უშვებდნენ

ამჯერად 33 წლის რირი და მისი რჩეული ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. ისინი იღიმოდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.  ასაპს შავი პერანგი ეცვა და აი რიანას ჩაცმულობა განხილვის საგნად იქცა. მას შუა ივლისში, ტყავის ტოპზე ქურქი ჰქონდა მოცმული.

„შეყვარებულიც შოკში“, „საუნა სიარულის დროს“, „რით უნდა ახსნა მისი ჩაცმულობა?“, – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები