ფულვიო ალეხანდრო ობრეგონიმ, რომელიც ფულვიოს სახელითაა ცნობილი, ფერადი ათწლეული დააბრუნა.
საქმე ისაა, რომ კოლუმბიელმა ილუსტრატორმა ქსელში სურათების კოლექცია სახელწოდებით ,,2080-იანები: წარსული არის მომავალი” გამოაქვეყნა, რომელშიც თანამედროვე მუსიკის საუკეთესო შემსრულებლებს რეტრო სტილი მოარგო.
ნამუშევრებში რიანა, ტეილორ სვიფტი, ბიონსე, კრის ბრაუნი, დრეიკი და სხვები 80-იანი წლებისთვის დამახასიათებელი გარეგნობით არიან აღბეჭდილი, რაც უნდა აღინიშნოს, რომ მართლაც ეფექტური და თვალშისაცმია.
როგორი იქნებოდნენ თანამედროვე მუსიკოსები 80-იანებში – იხილეთ ფოტოგალერეა:














