მარიამ შენგელია 15 მაისს საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ წარდგება.
მან პირველი რეპეტიცია უკვე გაიარა და გულშემატკივარს მიმართა:
„ახლა გამოვედით პირველი რეპეტიციიდან და იყო ძალიან მაგარი. ჩემთან ერთად ცეკვავს „ერისიონი“. ჩემი კაბაც ნახეთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იყოს იდეალური, 15 მაისს არის ჩვენი გამოსვლა, მანამდე კიდევ იქნება რამდენიმე რეპეტიცია და კიდევ და კიევ უკეთესი იქნება… დარჩით ჩვენთან ერთად და გვიყურეთ 15 მაისს…“
„პირველი არხი“ ასევე გვიზიარებს მარიამის პირველი რეპეტიციიდან ფოტოკადრებსაც.
ვიდეო: რომელი ქართული ბრენდის კაბა ეცვა მარიამ შენგელიას ამსტერდამში „ევროვიზიის“ წვეულებაზე
მარიამ შენგელია: „ყველაფრისთვის მზად ვარ, არავინ იცის, რა შეიძლება „ევროვიზიაზე“ მოხდეს…“