54 წლის მექსიკელმა მსახიობმა, სელმა ჰაიეკმა გამოცემა InStyle-ის გარეკანი დაამშვენა. ახლა მას საოცრად დატვირთული კინოკარიერა აქვს. მან პარალელურად რამდენიმე კინოპროექტზე იმუშავა. მისი მონაწილეობით გამოვიდა „მარველის“ ფილმი ,,მარადიულები”, ასევე გადაიღეს მძაფრსიუჟეტიან კომედიაში, „ჰიტმენის ცოლის მცველი“. სულ ცოტა ხნის წინ კი „გუჩის სახლის“ გადაღებებიც დასრულდა.
,,უკმაყოფილო” სელმა ჰაიეკის პირველი ფოტოები „გუჩის სახლის“ გადასაღები მოედნიდან
გამოცემისთვის სელმამ არაერთი საინტერესო იმიჯი მოირგო. გარეკანზე ის „ალბერტა ფერარის“ შავი ორეულით პოზირებს. მსახიობმა ბევრ საინტერესო თემაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ფილმის, „გუჩის სახლში“ როლის მორგებისთვის მას წონაში საგრძნობლად მომატება დასჭირდა და ფორმაში ჩადგომას დღემდე აქტიურად ცდილობს.
„არ არის მარტივი იყო ლამაზი ქალი, ლამაზი ქალებისგან საზოგადოება მუდამ სრულყოფილებას ითხოვს, გუჩის სახლისთვის მე წონაში სპეციალურად მოვიმატე, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას კი ვეღარ ვახერხებ“, – განაცხადა სელმამ.