ნუკი კოშკელიშვილი ახლახან მეორედ გახდა დედა – მას კვლავ ვაჟი შეეძინა, რომელსაც შიო დაარქვეს.
ნუკიმ მშობიარობის დღე ერთ დიდ სტატუსში აღწერა და თავისი ემოციები გაგვიზიარა:
„დილის 5 საათზე დამეწყო ტკივილები, არ მოგატყუებთ, მეგონა, ამასაც წინა ორსულობის მსგავსად დაჩქარებით გავაჩენდი. ვითმინე გათენებამდე, გამთენიისას ბენსაც გავაგებინე და დავიწყეთ ათვლა. ამერიკაში რეკომენდაცია მიხვიდე სამშობიაროში თუ..
ა) დაღვარე წყლები
ბ) გაქვს 5 წუთში ერთხელ ტკივილები ერთი საათის განმავლობაში
გ) ტკივილი გაქვს ისეთი რომ საუბარი გიჭირს.
რომ გათენდა, ბენი გავუშვი სამსახურში, უცბად გადავივლე, თმა დავივარცხნე, მაკიაჟი გავიკეთე და ვეცი შეკვეთებს, რომ ჩამორჩენა და დაგვიანება არ გვქონოდა @nukicosmetics. ბოლო შეკვეთებზე უკვე ვყმუოდი და ბენს დავურეკე, მალევე მოვიდა და წავედით.
უცნაურია კვდები ტკივილისგან და დარდობ, ხომ არ წამოიყვანე ქმარი ტყუილად სამსახურიდან, ტყუილად ხომ არ მოვედი სამშობიაროში, ამდენი ადამიანი შევაწუხე, თუ მარტო მე მჭირს ეს.
გასინჯვის მერე დამიდასტურეს, კიდევ კაი მოხვედიო… მოვედი და დავრჩი.
ეპიდურალურ გაყუჩებას მე დიდ რეკომენდაციას ვუწევ, მას მერე რაც გავყუჩდი დაიწყო არხეინად გართობა, ვიცინეთ კიდეც, ვიხუმრეთ კიდეც და ბოლოს შიოც გავიცანით.
ვლოგს ვიღებ და სახლში რომ მივალ აუცილებლად დავდებ ამ დღეებში, ახლა კვლავ სამშობიაროში ვარ, ბენს სძინავს, შიო ჭამს, მე კიდევ ორი წუთი მოვნახე, რომ მოგაყაროთ ფოტოები. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის…“
