საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რომის პაპს პატრიარქის საჩუქარი, მეფე დემეტრე I-ის ავტორობით შექმნილი საგალობლის „შენ ხარ ვენახი“ ხელნაწერი ნოტები გადასცა, რომელიც სპეციალურად რომის პაპისათვის გადაიწერა.
წიგნი ქართული კულტურის შესახებაა, რომელშიც აღწერილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრებზე ინფორმაცია, გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საუკეთესო ღვინოების ნაკრებია მოცემული.
საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრა გამართა, სადაც ზურაბიშვილმა რეგიონში შექმნილი ვითარება და რეგიონულ ჭრილში საქართველოს როლი განიხილა.