ქეთი მელუა სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს.
მომღერლის თქმით, თავიდან უჭირდა წარმოდგენა, რამდენად კარგად შეძლებდა საუკეთესო დედობას.
„სანამ დედა გავხდებოდი, ვერ წარმომედგინა როგორ შევძლებდი ვყოფილიყავი საუკეთესო მშობელი ჩემი შვილისთვის. ისეთი როგორიც მე მინდოდა. თუმცა ერთი წლის თავზე ყველაფერი მშვენივრადაა, ჩვენ ფესტივალზე ვიმყოფებით“, – წერს ქეთი მელუა.