LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სათამაშო Ferrari, რომელიც რეალურ სპორტქარზე უფრო მძიმეა

141
ferrari

აშშ-ში ლეგოსგან სრული ზომის Ferrari 296 GTS ააგეს. ახალი ავტომობილი ტრადიციის მიხედვით საბავშვო კონსტრუქტორისგანაა აწყობილი და იტალიური მწარმოებლის სათამაშო ავტოპარკში საპატიო ადგილი დაიკავა. დეტალიზებული რეპლიკის ასაგებად, ათობით ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა 2 თვეზე მეტი დრო დახარჯა.

შედეგად სპეციალისტებმა შეძლეს სრული ზომის სუპერქარის აგება, რომლის მასაც 2 ათასი კილოგრამია. ამასთან, ნამდვილი 296 GTS მხოლოდ 1539 კილოგრამს იწონის. სათამაშოს წინა ოპტიკა უმუშავებს და მძღოლის კარიც იხსნება. საჭის გამოკლებით, ავტომობილის მთელი ინტერიერი ასევე კონსტრუქტორისგანაა შექმნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები