ესპანეთში კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციები მოიხსნა, იქ მაცხოვრებლებს უკვე სანაპიროებზე ყოფნით ტკბობაც შეუძლიათ.
ეს საშუალება ხელიდან არ გაუშვა 43 წლის შაკირამ, რომელიც შვლებთან ერთად ბაერსელონას სანაპიროზე ატარებდა დროს.
ვარსკვლავი პაპარაცებმა 7 წლის მილანოსთან და 5 წლის საშასთან ერთად დააფიქსირეს, სამივეს სპორტული ტანისამოსი ეცვა. შაკირა უფროს ვაჟს სერფინგის დაფაზე დგომას ასწავლდა.
აღსანიშნავია, რომ ჟერარ პიკე ოჯახთან ერთად არ იმყოფებოდა, როგორც ჩანს, საფეხბურთო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, ფეხბურთელი დაკავებულია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.