მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე, სოციალურ ქსელში წითელი ფერის, საოცრად ელეგანტურ სამოსში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ფოტოს აღწერიდან ირკვევა, დალი ჩიტალაძე ბრენდ “ინგოროყვას” სამოსში პოზირებს.
დალი ჩიტალაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ როდესაც გრძნობს, ხუთ კილოგრამამდე მოიმატა, ცდილობს, დიეტა დაიცვას, რადგან წონის მატებისას საკუთარი თავი არ მოსწონს:
„ჩემთვის 2-3- კილოგრამიც ძალიან ბევრს ნიშნავს. ზედმეტი კილოგრამები ყოველთვის დისკომფორტს მიქმნის. მე გემრიელი ჭამა მიყვარს, მაგრამ თუ შევატყვე, რომ წონის აკრეფა დავიწყე, მაშინვე ვჩერდები. ხუთ კილოგრამზე მეტი არასდროს მომიმატებია. თუ ამდენი მოვიმატე, უკვე განგაშის სიგნალს ვრთავ, წითელ ხაზებს არ ვკვეთ (იცინის). რა ვქნა, არ მომწონს და არ მიყვარს ჩემი თავი ასეთ ფორმაში“.
ფოტოს კომენტარებში თბილი სიტყვები უხვად შეგხვდებათ: “სილამაზე…შეუდარებელი ქალბატონო…მშვენიერი”
ამავე თემაზე:
ფოტო: გამოპრანჭული დალი ჩიტალაძე ბათუმის თევზის ბაზარში
