LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: შორენა ბეგაშვილის ძვირად ღირებული ჩანთების კოლექცია – მსახიობის გარდერობს კიდევ ერთი „ერმესის“ ჩანთა შეემატა

314
page

შორენა ბეგაშვილის ფოტოებიდან „ინსტაგრამზე“ კარგად ჩანს, ჩანთების როგორი ძვირად ღირებული კოლექცია აქვს მსახიობს უკვე დაგროვებული.

როგორც ჩანს, შორენას მუდამ საუკეთესოს ყიდვა სურს და ამაზე მეტყველებს ის ჩანთები, რომლებიც მას „ერმესში“ აქვს შეძენილი. „ერმესის“ „ბირკინისა“ თუ „კელის“ კოლექციებიდან ჩანთების შეძენა ყველა მოდური ქალბატონისთვის საოცნებოა, ერთი ჩანთის შეძენითაც კი, მოდის მიმდევრები ძალიან ბედნიერები არიან, რადგან ამ ბრენდის ჩანთების ფასი 10 000 დოლარიდან იწყება და 2 მილიონამდე აღწევს, გააჩნია რომელი ტყავისგან არის დამზადებული მოდელი.

აღსანიშნავია, რომ „ერმესში“ ჩანთის ყიდვა ასეთი მარტივი არ არის და ქალბატონები წლობით ელოდებიან საკუთარ რიგს, რომ ესა თუ ის ეგზემპლარი მოიპოვონ. მანამდე, სანამ „ერმესის“ ჩანთის შეძენის უფლებას ოფიციალურ ბუტიკებში მოიპოვებთ, დიდი ხნის ლოდინის გარდა, კონკრეტული თანხის დახარჯვაც არის საჭირო „ერმესის“ სხვა პროდუქციაში, თუმცა ზოგჯერ ესეც კი არ არის საკმარისი, რომ სასურველი ჩანთა შეიძინოთ…

სწორედ ამიტომ ძალიან პოპულარულია „ერმესის“ ე.წ. შავი ბაზარი, სადაც მეორადი ჩანთების ყიდვაა შესაძლებელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ათასობით დოლარი შეძენის მსურველს მაინც უნდა ჰქონდეს გამზადებული. ზოგჯერ ვინტაჟური ჩანთის ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე ახლის…

შორენა ბეგაშვილმა ახლახან გაგვიზიარა თავისი ახალი შენაძენი, კვლავ „ერმესის“ ჩანთა, რომელიც ნაცრისფერი ტყავისგან არის დამზადებული.

მსახიობის კოლექციაში ასევე არის კრემისფერი „ერმესიც“.

შორენას ფავორიტი ფერი ასევე არის სტაფილოსფერი, ამ ფერშიც ასევე აქვს „ბირკინი“…

ისევე, როგორც შავ ფერში…

შორენას გარდერობს ასევე ამშვენებს „მიუ მიუს“ ცნობილი ჩანთა, რომლის ფასიც 4000 დოლარია შედარებით დიდი მოდელის შემთხვევაში, ხოლო პატარა მოდელი დაახლოებით 2500 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g