LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „სონიმ“ 1 III და Xperia 5 III დააანონსა

83
page

იაპონურმა გიგანტმა „სონიმ“ ახალი სმარტფონი, Sony Xperia 1 III, Xperia 5 III და Xperia 10 III წარმოგვიდგინა. სმარტფონებს უნიკალური, ცვალებადი ლინზები აქვთ, რომლებსაც 70mm-დან 105mm-ზე გადართვაა შესაძლებელი. მათი კამერა 12 მეგაპიქსელიანია.

სმარტფონები აღჭურვილია Snapdragon 888 ჩიპსეტით. ექვე იმასაც გეტყვით, რომ Xperia 1 III ორ ვერსიად გამოვა, 12 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 256 ან 512გბ შიდა მეხსიერებით. სმარტფონს ელემენტის ზომაც ერთნაირი აქვთ, ორივე 4 500 მილიამპერიანი ლითიუმ იონითაა აღჭურვილი.

ცნობისთვის, „სონიმ“ ყურადღება გეიმერებსაც მიაქცია. სმარტფონებს ორი სტერეო დინამიკი აქვთ, რომლებიც ჩვენკენაა მომართული. ასევე  მათ აქვთ დაბალი განათების გამზრდელი უფნქცია აქვთ, რაც სიბნელეში თამაშს უფრო  კომფორტულს ხდის.

უახლესი მოდელების ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები