„თავისუფალი თეატრის“ მსახიობი, გიორგი მარშანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ყვავილები ჩანს, რომელიც სცენაზე დევს.
გიორგი წერს, რომ „ჯინსების თაობის“ მორიგი სპექტაკლის შემდეგ, ერთ-ერთმა მაყურებელმა ეს თაიგული მარინა ჯანაშიას მიუძღვნა.
„დღეს „ჯინსების თაობა“ ვითამაშეთ ქალბატონი მარინა ჯანაშიას გარეშე.
სპექტაკლის ბოლოს ერთ-ერთმა მაყურებელმა დიდი, წითელი თაიგული დაუდო სცენაზე მის ხსოვნას“.