LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: თბილისს კეთილმოწყობილი დენდროლოგიური პარკი 2 წელში ექნება

326
20210608150708

თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება და მის განახლება-კეთილმოწყობას დაახლოებით, 2 წელი დაჭირდება. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია. პარკის ტერიტორია 160 ჰექტარზეა გადაჭიმული.

აღსანიშნავია, რომ თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობაზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს. პროექტის შექმნაზე ტენდერი დედაქალაქის მერიამ გასული წლის ზაფხულში გამოაცხადა. საპროექტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 830 ათას 508 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა 2-მა კომპანიამ მიიღო – შპს „არტსტუდიო-პროექტი“ და შპს „კარკასი“. საბოლოო ჯამში, სატენდერო კომისიამ თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტის შექმნა „არტსტუდიო-პროექტს“ მიანდო. მერიას დენდროლოგიური პარკის პროექტირება 932 ათას 200 ლარი დაუჯდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g