LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა“ – რას წერს ქართველი ბიჭი, რომელიც ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადაურჩა

550
რატი გაგნიძე

პირველ იანვარს, აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ბურბონ სტრიტზე სატვირთო მანქანის ხალხში შევარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

„შოკირებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო… სოლიდარობას ვუცხადებთ შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

შემთხვევის დროს, საახალწლო ზეიმზე იმყოფებოდა უამრავი ადამიანი, ისინი მოგვიანებით, მომხდარს მედიასთან იხსენებდნენ. როგორც აღმოჩნდა, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, აღნიშნულ ქუჩაზე იმყოფებოდა საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე რატი გაგნიძე, რომელიც შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა.

სასტუმროში დაბრუნებამდე პიცერიაში შევიარე და ჩემს გვერდზე ორი უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა დაჯდა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის ვგრძნობ ადამიანს, გადავწყვიტე მალე დამეტოვებინა ადგილი.

ამ ფიქრში ვიყავი, როდესაც პოლიციელთა ჯგუფი შემოვარდა და დააკავეს. ეს დაკავება არ ჰგავდა ჩვეულებრივს, გადატენილი იარაღებით გაიყვანეს დამნაშავეები.

მეც დაგეგმილ დროზე ადრე დავტოვე პიცერია და გარეთ გავედი.

ხალხმრავალ ადგილზე სელფის გადასაღებად გავჩერდი და რამდენიმე წუთში ისევ გავემართე სასტუმროსკენ. ზუსტად 5 წუთის სხვაობით ამ ადგილზე მოხდა ტერორისტული აქტი.

ფეხით მოსიარულეებისთვის გამოყოფილ გზაზე სატვირთო გამიზნულად შემოვარდა და ახალგაზრდებს გადაუარა. 12 ადამიანი გარდაიცვალა და 30-ზე მეტი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებები და „ისლამური სახელმწიფოს“ „აისისის“ დროშა.

FBI-ს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმაზე გამოძიება „როგორც ტერორისტულ აქტზე“ მიმდინარეობს. ამავდროულად, ნიუ ორლეანის მერმა, ლატოია კანტრელმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

მადლობა ღმერთს მე კარგად ვარ, მაგრამ ეს საშინელი ამბავი ალბათ არასდროს დამავიწყდება.

ამ ქვეყანაში უსაფრთხოება უნდა გამკაცრდეს, ეს ხალხი არ იმსახურებს ასეთ საშინელებას.

ღმერთმა დალოცოს დიდებული ამერიკა!“ – წერს რატი გაგნიძე სოციალურ ქსელში.

„თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა“ – ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსი

ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად…

Posted by Rati Gagnidze on ოთხშაბათი, 01 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g