Tesla Cybertruck-ის პიკაპი აგრესიულ საპატრულო ელექტრომობილად გადააქციეს. სპეციალისტებმა პიკაპის სამი მოდიფიკაცია შექმნეს – Patrol, Admin და Tactical – რომლებიც ერთმანეთისგან მოწყობილობებით განსხვავდებიან, ტექნიკურად კი ერთნაირები არიან. პიკაპი შესაძლოა სამხედრო ან სამძებრო – სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად ადაპტირდეს.
ტრადიციულად, მოდელი ისევე როგორც სხვა ამერიკული საპატრულო ავტომობილები, მოცულობითი ბამპერით აღჭურვეს და იქვე განთავსდა სამძებრო პროჟექტორები.
რაც შეეხება სალონს, შიგნით გამოყოფილია სივრცე პატიმრების გადასაყვანად, ვოლიერი სამსახურებრივი ძაღლებისთვის და იარაღის შესანახად დაცული ადგილები.