LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაის პოლიციამ ელექტრონული პიკაპი Tesla Cybertruck მიიღო

110
დუბაის პოლიციამ ელექტრონული პიკაპი Tesla Cybertruck მიიღო

დუბაის ტურისტულმა პოლიციამ ელექტრონული პიკაპი Tesla Cybertuck მიიღო. ეს მოდელი განსაკუთრებული სპეც-მომზადების გარეშეა დაკომპლექტებული, თუ არ ჩავთვლით ვიზუალს. თუმცა, ტურისტული პოლიციისთვის ეს სავსებით საკმარისია.

Cybertruck-ს ტრადიციული თეთრ-მწვანე ფერში შესრულებული სალონი აქვს და პოლიციის ნიშანიც ამშვენებს. სახურავზე განათება დაუმატეს, ასევე დაამონტაჟეს დამატებითი ფარნები, რომელიც წინა ბამპერს ავსებს.

დუბაის პოლიციამ მანქანის შესახებ დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ Cybertruck „ტურისტული პოლიციის მდიდრული საპატრულო მანქანების პარკს“ დაემატა. როგორც წესი, ეს მანქანები უფრო მეტად პიარზეა ორიენტირებული და დანაშაულთან ბრძოლა მეორე ხარისხოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები