კალიფორნიულმა სტარტაპმა Canoo ელემენტიანი პიკაპი წარადგინა. მოდელის პრემიერა ვირტუალურად გაიმართა და მისი წარმოების დაწყება 2023 წლიდან იგეგმება.
პიკაპი, რომელსაც სახელი ჯერ–ჯერობით არ აქვს, კომპანიამ მთლიანად თავისი ძალებით შეიმუშავა. ავტომობილი ერთი ან ორი ელექტროძარვით იქნება დაკომპლექტებული და აგრეგატის საერთო სიმძლავრე 608 ცხენის ძალას მიაღწევს. სვლის მარაგი კი დღევანდელი მაჩვენებლებით არც თუ ისე შთამბეჭდავი – 320 კილომეტრია.
Canoo თავის ავტომობილს როგორც სამოგზაურო, ბუნებაში გასავლელ და ასევე სამუშაო მოდელს ასე ახასიათებს. ყველა ამ ფუნქციის შესასრულებლად მოდელში რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტილებაა გათვალისწინებული. მაგალითად, შესაძლებელია საბარგულის გაზრდა, სახურავი მოძრავია და მეტი სივრცის შესაქმნელად მისი მოხსნაც შეიძლება.
პიკაპის სიგრძე 4677 მმ, საბურავების ბაზა კი 2850 მმ–ია. მოდელის ფასი ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება, თუმცა წინასწარი შეკვეთების მიღება ამ წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
თავის პიკაპებს პირველი მყიდველები 2023 წლიდან მიიღებენ.