LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Tesla-ს ელექტროქარი გახურების დროს აალდა

40
tesla2022

Twitter-ის მომხმარებელმა, სახელით SparrowMArc ქსელში აალებული ელექტროქარის ფოტოები გაავრცელა. 2022 წლის Tesla Model 3-ს ცეცხლი მგზავრობის დაწყებამდე, ე.წ. „გახურების“ დროს გაუჩნდა. საბედნიეროდ, ალი მთელს ავტომობილში ვერ გავრცელდა და ხანძარი ძალიან სწრაფად ჩააქვრეს. თუმცა, როგორც გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, ცეცხლმა ელექტროქარს საკმაოდ ძლიერი ზიანი მიაყენა და მისი აღდგენა სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება.

როგორც ავტომობილის მფლობელმა დააზუსტა, აალების დროს მანქანა Defrost Mode-ზე იყო, ანუ კლიმატური სისტემა მთელი სიმძლავრით მუშაობდა. ცეცხლი უკანა სავარძლებთან გაჩნდა და სხვა დამატებით დეტალებს დაზარალებული არ ასაჯაროებს.

Twitter-ის ზოგიერთი მომხმარებელი ფიქრობს, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი თავად SwarroMarc-ია, რადგან მან სალონში ადვილად აალებადი ნივთები დატოვა. სხვებმა ისიც დაამატეს, რომ მითითებული ადგილის აალების თეორიული შანსი იზრდება, თუკი სალონში ზედმეტად მაღალი ტემპერატურაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g