გასულ კვირას, 58 წლის დემი მური და მისი სამივე ქალიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. გოგონებმა საცურაო კოსტიუმების სარეკლამო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. ისინი საოცრად გამოიყურებოდნენ, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე მეტად სწორედ დემი ბრწყინავდა.
ფოტო: დემი მური სამ ქალიშვილთან ერთად საცურაო კოსტიუმების რეკლამაში გადაიღეს
განსაკუთრებით ელეგანტური, რა თქმა უნდა სამი შვილის დედა, დემი იყო, ის შესანიშნავად გამოიყურებოდა
სულ ცოტა ხნის წინ „მოჩვენების“ ვარსკვლავი კვლავ მოექცა ყურადღების ეპიცენტრში. ის თავის ქალიშვილთან, რუმერთან ერთად საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე იმყოფება. როგორც დასავლური მედია წერს, დემი კუნძულს ნათლობისთვის ეწვია.
მას თეთრი კაბა ეცვა, თავზე კი ყვავილებისგან მოწნული გვირგვინი ეკეთა. ვარსკვლავი შეუდარებლად გამოიყურებოდა.