მუზეუმი, რომელიც განკუთვნილია ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მუსიკალური შემსრულებლების ისტორიის შესანახად – „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი“ ყოველწლიურად ახალ არტისტებს უთმობს ადგილს. რამდენიმე დღის წინ 2021 წლის ლაურეატთა ვინაობა გაირკვა. სიის სათავეში ტინა ტერნერი, ჯეი-ზი და ქეროლ კინგი იმყოფებიან. ასევე ცნობილი გახდა, რომ „დიდების დარბაზში“ 7 ქალბატონი შევა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, 15 წლის განმავლობაში პირველად, ნომინანტები რასობრივი მრავალფეროვნებით იქნებიან წარმოდგენილნი.
შეგახსენებთ, 2020 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში უიტნი ჰიუსტონი, Depeche Mode, Nine Inch Nails, T. Rex, The Doobie Brothers და რეპერი The Notorious B.I.G. მოხვდნენ.