LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ტომატინა“ 2025 ტრადიციულად შთამბეჭდავი გამოვიდა

107
Capture

ესპანეთში, ვალენსიის პროვინციის ქალაქ ბუნიოლში მსოფლიოში ცნობილი პომიდვრის ფესტივალი – „ლა ტომატინა“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ათი ათასობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებიც.

ფესტივალის დროს მონაწილეები ერთმანეთს პომიდვრებს ესვრიან, რის შედეგადაც ქალაქის ქუჩები მთლიანად წითლად იღებება. ტრადიცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ყოველი წლის აგვისტოს ბოლოს იმართება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რიგით 78-ე ფესტივალი მშვიდ გარემოში ჩატარდა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ქალაქის ქუჩების დასასუფთავებლად სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს.

„ლა ტომატინა“ ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ მოვლენად მიიჩნევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები