LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „უფლის წყალობით არაჩვეულებრივი ბრიგადა შეგხვდა და მშვიდობით მოევლინა ლუკა ჩვენს ქვეყანას“ – ხაშურში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა

165
gagaga

ხაშურში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თეონა გოგნიაშვილი ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, მშობიარე დედა სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმა, ნინო ნოზაძემ ამშობიარა.

პატარას ლუკა დაარქვეს.

„დღის გმირები!

სასწაული დღე…

მშობიარობის მოულოდნელი ტკივილი და მშობიარობა გზაში-სასწრაფოს მანქანაში….

უფლის წყალობით არაჩვეულებრივი ბრიგადა შეგხვდა და მშვიდობით მოევლინა „ლუკა“ ჩვენს ქვეყანას.

ქალბატონი რომელიც დღეს ექიმი, ექთანი და ბებია ქალი იყო სახელად ნინო Nino Nozadze .

იმის მიუხედავად რომ ხაშურში სამშობიარო არ არის გამოუვალი სიტუაციის გამო უარი არ გვითხრეს და მიიღო ხაშურის საავადმყოფომ დედა და უკვე დაბადებული ჩვილი.

ჯერ გაოცდნენ, შეეშინდათ, აღელდნენ, რა ვქნათ აქ რომ არანაირი პირობები არ გვაქვს დედას და ბავშვს როგორ მივხედოთო?! თუმცა არ დაიბნენ…

მთელი საავადმყოფოს მედპერსონალი ფეხზე დადგა არ ჰქონდა მნიშვნელობა რას წარმოადგენდნენ საავადმყოფოში, ყველა გაერთიანდა დედა-შვილის გადასარჩენად.

და ასეც მოხდა…

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა თბილისში მაინც გადაიყვანეს აქ არარსებული სამშობიარო პირობების გამო, რომ სრულად გამოეკვლიათ დედა-შვილის მდგომარეობა……

და ამით იმის თქმა მინდა, რომ ხაშურს-ამხელა რაიონს როგორ შეიძლება სამშობიარო სახლი არ ჰქონდეს. ერთი ბლოკი მაინც რომ ასეთ სიტუაციაში გაუწიოს სრულფასოვანი დახმარება მშობიარე ქალს…

მადლობა ხაშურის ევექსის კლინიკას და სასწრაფოს ბრიგადას,“ – წერს თეონა გოგნიაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g