უნგრეთის მთავარ მოედანზე ძაფით მოქსოვილი საახალწლო ნაძვის ხე დადგეს. საშობაო სილამაზე ხელსაქმის ადგილობრივ წრეზე დაამზადეს. ხის შექმნას ზუსტად 3 თვე დასჭირდა. ინფორმაციას ამის შესახებ funzine.hu ავრცელებს.
ხის სიმაღლე – დაახლოებით 6 მეტრია. ის 800 კვადრატული ნაჭრისგან შედგება და თითოეული ნაწილის ზომა 15/15-ზეა. ნაძვის ხის გასაფორმებლად მის თავზე ასევე მოქსოვილი ვარსკვლავი განათავსეს.
ეკოლოგიური ნაძვის ხეები მთელს ევროპაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, რუმინეთის ქალაქ არადაში ეკო-ნაძვი დადეს. ის მთლიანად ტოტებისგანაა დამზადებული, თანაც ხელით. გასაფორმებლად კი გადამუშავებული პლასტმასა გამოიყენეს.