უნგრეთის ციხეებში უჩვეულო ექსპერიმენტი დაიწყო: უსახლკარო ძაღლები თავშესაფრებიდან დროებით გამოსასწორებელ დაწესებულებაში გადავლენ, სადაც მათზე მსჯავრდადებულები იზრუნებენ. კინოლოგების და ზოო ფსიქოლოგების დახმარებით პატიმრები ცხოველებთან მოპყრობას ისწავლიან, გაწვრთნიან და ახალ სივრცეში ადაპტირებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ quizizz-ი წერს.
პროგრამის პირველ ეტაპში 10 ძაღლი მიიღებს მონაწილეობას – მათ რამდენიმე ციხეში გადაანაწილებენ. თითოეულ ცხოველს კომფორტულ ვოლიერს მოუწყობენ, რეგულარულად გაასეირნებენ და ვეტერინარიც მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ძაღლებს დროებითი პატრონები გაუჩნდებათ, რომლებიც მათ გამოკვებავენ, ათამაშებენ და ახალ ოჯახში გაჩუქებისთვის მოამზადებენ.
პროგრამა პატიმრებს დარღვეული სოციალური კავშირების აღდგენაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში უნდა დაეხმაროს. ბევრი მათგანი, პირველად ბევრი წლის შემდეგ, უპირობო სიყვარულისა და ერთგულების განცდას შეძლებს.
ცხოველის მოვლის უნარები ყოფილი პატიმრებისთვის შესაძლოა პროფესიადაც გადაიქცეს – პროექტი კინოლოგის კურსებს და შემდგომ დასაქმებასაც მოიაზრებს.