LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უნიკალური Ferrari 458 Italia ახალ პატრონს ეძებს

112
ferrari

სუპერქარი Ferrari 458 Italia, ლიმიტირებული ვერსია Speciale გასაყიდად გამოიტანეს. სპორტქარის წარმოება 2015 წელს დასრულდა, თუმცა 10 წლის შემდეგაც კი მოდელი იტალიური ბრენდის თაყვანისმცემელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მთავარი საიდუმლო ის არის, რომ ეს არის ბოლო მოდელი, რომელმაც ატმოსფერული ძრავა მიიღო და სპორტული ავტომობილების მოყვარულები მას განსაკუთრებულად აფასებენ. მოდელის ხაზში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ვერსია Speciale – კუპეს ქარხნული ვარიანტი. 2013-დან 2015 წლამდე პერიოდში Ferrari-ს 1300 ეგზემპლარია სულ გამოშვებული.

საბაზისო კუპესგან მოდიფიკაცია მეტი სიმძლავრით, 605 ცხენის ძალამდე ფორსირებული, 4,5 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V8 ძრავითაა გამორჩეული.

გადაცემათა კოლოფი  – 7 საფეხურიანია და გასაყიდად გამოტანილი ავტომობილის გარბენი 2000 კილომეტრს შეადგენს. სუპერქარი ყვითელ ფერშია შეღებილი და სალონში შავი ელემენტებიც აქვს დამატებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები