Lamborghini – ეს ხომ ავტომობილი – ექსტრავერტია! ის თუ როგორი ხმა აქვს და როგორ გამოიყურება – თითქოს გარშემომყოფებს მოუწოდებს: „მიყურეთ და აღფრთოვანდით!“ ატელიე AT26 Design-მა სუპერქარი Lamborghini Huracán-ის სარბოლო ვერსიაზე იმუშავა და ის კიდევ უფრო ეფექტური გახადა: ყველა ორიგინალური დეტალი მაღალი ხარისხის მასალითაა დამზადებული.
ჩვენს გალერეაში ესპანეთის სანაპიროზე გადაღებული კადრების შეთვალიერება შეგიძლიათ.







