LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვასო ფხაკაძე და ლიკუნა მეტრეველი ქორწინებიდან 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ

427
vasofxakadze

იუმორისტი ვასო ფხაკაძე და მოდელი ლიკუნა მეტრეველი ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ლიკუნამ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და წყვილი მილოცვებს სიამოვნებით იღებს სოციალური ქსელის საშუალებით. ლიკუნას და ვასოს ორი შვილი ჰყავთ, ულამაზესი გოგონები.

7 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოქვეყნებულ ფოტოში ლიკუნა არაჩვეულებრივად გამოიყურება, მან ყვითელი ფერის გრძელი კაბა მოირგო, ხოლო ვასომ – კლასიკურ პიჯაკსა და თეთრ პერანგთან ჯინსი შეახამა.

წყვილი ფოტოზე ძალიან მხიარულად და ბედნიერად გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები