ვენსან კასელი და თინა კუნაკი ისევ ბრაზილიაში ისვენებენ. 54 წლის მსახიობი და მისი 23 წლის მეუღლე შვებულებას ყოველთვის რიოს სანაპიროზე ატარებენ და ამჯერადაც პაპარაცებმა წყვილი დასვენებისას დააფიქსირეს. კასელი სერფინგითაა გატაცებული და ამჯერადაც არ გაუშვა შანსი ხელიდან, საყვარელი სპორტის სახეობით დაკავებულიყო. რაც ეხება თინა კუნაკს, ის ბრწყინავდა მწვანე ფერი საცურაო კოსტიუმში.
ცოტა ხნის წინ მეუღლეებმა ბრენდ The Kooples-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც თინა კუნაკის მიერ შექმნილი კოლექცია გაარეკლამეს.