LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ვერ ავხსნი სიტყვებით, ახლა რას ვგრძნობ!… მიყვარხართ, ჩემო მეხანძრეებო“ – ნუცა ბუზალაძე შთამბეჭდავი გამოსვლის კადრებს გვიზიარებს

242
ნუცა ბუზალაძე

საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ უხდის მხარდაჭერისთვის მადლობას და გუშინდელი გამოსვლის კადრებს გვიზიარებს.

„ვერ ავხსნი სიტყვებით, ახლა რას ვგრძნობ!

მიყვარხართ მთელი გულით და მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს უპირობო სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის!!!

მიყვარხართ, ჩემო მეხანძრეებო“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გუშინ გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძის შთამბეჭდავი გამოსვლა ,,ევროვიზიის” კონკურსზე

წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობდა.

უკვე რვა ქვეყანა იყო დასახელებული, როცა საქართველოში ფინალში მოხვედრის მოლოდინში იყო. მეცხრე ქვეყნად სწორედ საქართველო დაასახელა ერთ-ერთ ფინალისტად წამყვანმა, რა დროსაც ნუცა ბუზალაძემ ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.

ვიდეო: ნუცა ბუზალაძის ემოციები, როცა საქართველო „ევროვიზიაზე“ ფინალისტებს შორის დაასახელეს

უკვე რვა ქვეყანა იყო დასახელებული, როცა საქართველოში ფინალში მოხვედრის მოლოდინში იყო.

მაყურებლის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.

11 მაისს, ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.

„ძალიან მინდა საქართველომ უმასპინძლოს ევროვიზიას მომავალ წელს! რაც გინდა მეძახეთ ახლა! არავის შევტენილვარ და არც ვეტენები არასდროს, ჩემი ქვეყნის წარმატება ყოველთვის გამიხარდება… პ.ს არა რუსეთს! არა რუსულ კანონს!“ – ნინი შერმადინი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g